თავში

ზუგდიდში ექიმს სცემეს

ზუგდიდში ექიმს სცემეს
ზუგდიდში ექიმს სცემეს

ზუგდიდში ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც report.ge-სთვის გახდა ცნობილი, ნაცემია ქირურგი გიორგი გერლიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

report.ge-მ დეტალების გარკვევა ზუგდიდის საავადმყოფოში სცადა, თუმცა, როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ნაცემ ექიმს გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ კუჭის ოპერაციის შემდეგ, რომელიც 42 წლის კაცს გერლიანმა გაუკეთა, ფატალური შედეგი დადგა. 

პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მისი ოჯახის წევრები ქირურგ გერლიანს ადანაშაულებენ.

როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ექიმის ცემაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია და ის გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანი შვილია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, ნაცემი ექიმის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system