თავში

ეკლესია-მონასტრებს 20 ჰა ტყის მასივი გადაეცემათ

ეკლესია-მონასტრებს 20 ჰა ტყის მასივი გადაეცემათ
ეკლესია-მონასტრებს 20 ჰა ტყის მასივი გადაეცემათ

პარლამეტმა "ტყის კოდექსი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. 

მიღებული ცვლილების შესაბამისად, უკვე  შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება საკუთრებაში გადაიფორმოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ოფიციალურად, „ტყის კოდექსის“ პროექტის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system