თავში

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლმა და ეკლესიამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლმა და ეკლესიამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს
ანდრია ჯაღმაიძე: მრევლმა და ეკლესიამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და წერს, რომ, მაშინ, როდესაც ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი გათვლები არსებობს, მრევლმა და ეკლესიამ განსაკუთრებული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს.

,,დღეს დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მრევლმა და ეკლესიამ შესაბამისი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც ასეთი გათვლები და გეგმები არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ.

დღემდე სახელმწიფოს წარმატებული და ეფექტური ქმედებები, საერთო მცდელობით და ღვთის შეწევნით საბოლოო გამარჯვებით უნდა დასრულდეს", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system