თავში

"ეკო-გაზის“ დირექტორი: ეს კორპუსები აქ რატომ არის?

"ეკო-გაზის“ დირექტორი: ეს კორპუსები აქ რატომ არის?
ეკო-გაზის“ დირექტორი: ეს კორპუსები აქ რატომ არის?

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, კომპრესორის აფეთქება გახდა.,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, გაზგასამართ სადგურ "ეკო-გაზის“ დირექტორმა განაცხადა.

დავით ქუთათელაძის თქმით, ობიექტი 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები მას შემდეგ აშენდა.  

"მიდის შესწავლა, ზოგადად აფეთქება ასე სპონტანურად არ ხდება, არც მომხდარა არასოდეს. შესაძლოა, კომპრესორი აფეთქდა, ახლა ვსწავლობთ ამას. დაუდევრობა თუ იყო, ამას კანონი დაადგენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კომპრესორი აფეთქდა. 2008 წლიდან არის ეს სადგური და შენობები მას შემდეგ აშენდა. ვიღაცები თუ საუბრობენ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს, საინტერესოა, ეს კორპუსები რატომ არის? დაუდევრობა თუ არის 2020 წელს მოხდა, 12 წლის მერე? მანამდე არ მოხდებოდა დაუდევრობა?“ - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე გუშინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system