თავში

ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა შაქარაშვილის საქმეში - EXCLUSIVE

ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა შაქარაშვილის საქმეში - EXCLUSIVE
ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა შაქარაშვილის საქმეში - EXCLUSIVE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მხარემ, გუშინ, სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.  

Report.ge-მ ექსპერტიზის დასკვნა ექსკლუზიურად მოიპოვა, სადაც მითითებულია, რომ "ტოიტა ქამრის" მოსატრიალებლად მხოლოდ ვასილ მახარაძე (მძღოლი) არ დაბრუნებულა. 

დასკვნაში წერია, რომ კადრებში ფიქსირდება ავტომანქანის ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდგომ მარცხენა კარის გაღება, რაც ეწინააღმდეგება პროკურატურის მტკიცებით განვითარებულ მოვლენებს.

"კადრის სიღრმეში მოშორებით კადრის მარჯვენა სივრცეში, ავტო მაგისტრალის განაპირას მდგარ ავტომანქანასთან ფიქსირდება შუქჩრდილები ლანდის სახით, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ადამიანს; იღება ავტომანქანის ჯერ მარჯვენა შემდგომ მარცხენა კარები (მონიტორინგის ფარგლებში დათვალიერდა კადრებში დაფიქსირებული ადგილი) შეიმჩნევა კარების გაღების მაჩვენებელი სასიგნალო განათებები, ფიქსირდება შუქრჩდილები, ჩაჯდომის ეფექტი ავტომანქანის წინა ორივე მხარეს," - წერია დასკვნაში.

ამასთან, ექსპერტიზის დაკსვნის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქამრის მგზავრები გადმოვიდნენ ავტომობილიდან და დაიწყო დევნა, რამდენიმე ადამიანმა სავარაუდოდ სირბილი შეანელა. 

"ავტომაგისტრალის მხრიდან სამრეცხაოს მიმართულებით შემოდის ავტომანქანა და ჩერდება. იღება ოთხივე კარები, გადმოდის ექვსი ადამიანი „შემდგომში ჯგუფი 2“, ოთხი ადამიანი გარბის ავტომაგისტრალის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, „ჯგუფი 2“ გარბის ასევე ავტომაგისტრალის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ამათგან რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ ანელებს სირბილს", - აღწერილია ექსპერტის დასკვნაში.

ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მნიშვნელოვანია მონაკვეთი, სადაც წერია, რომ გზის სავალ ნაწილზე გამყოფიი ზოლისკენ შეინიშნება მოძრავი ობიექტები, რომლებიც შესაძლებელია ადამიანებს წარმოადგენდნენ.

"ობიექტივიდან ძალიან შორს შეიმჩნევა გზის სავალ ნაწილზე გამყოფი ზოლისკენ მოძრავი ობიექტები, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ ადამიანებს, მონიტორინგის ფარგლებში", - ნათქვამია დოკუმენტში. 

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის და არჩილ გაგნიძის მტკიცებით, ამ მონაკვეთში სწორედ ისინი ფიქსირდებიან. ისინი უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ მათ თითქოს გზა მოუჭრეს გიორგი შაქარაშვილს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system