თავში

ექვემდებარება თუ არა ვაქცინაციას რუსეთში აღმოჩენილი ახალი შტამი

ექვემდებარება თუ არა ვაქცინაციას რუსეთში აღმოჩენილი ახალი შტამი
ექვემდებარება თუ არა ვაქცინაციას რუსეთში აღმოჩენილი ახალი შტამი

მოსკოვის ოლქის მთავარი პოლიკლინიკის წამყვანი თერაპევტი ნინო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული არ არის და მის წინააღმდეგ დღეს არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტურია, როგორც დეტლა შტამის წინააღმდეგ.

"ახალი შტამი ვაქცინებთან რეზისტენტული არ არის, არსებული ვაქცინები რჩება ეფექტური. რუსეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პროფილაქტიკა იმავე ვაქცინებით გააგრძელონ, რომლითაც აქამდე იტარებდნენ" - განმარტავს ნინო გოგიჩაიშვილი. 

როგორც ნინო გოგიჩაიშვილი აცხადებს, ექიმების ვარაუდით, რუსეთში დაფიქსირებულ კორონავირუსის ახალი შტამი 15-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება, ხოლი მისი აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენიდან ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი.

მისივე ინფორმაციით, ახალი შტამი წინამორბედისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა კიდევ უფრო მეტად ავადდებიან ახალგაზრდები. 

"არის ვარაუდი, რომ დაავადებულების დაახლოებით 10%-ს აქვთ ახალი შტამი, უბრალოდ, მისი აღმოჩენა რთულია, რადგან დაკავშირებულია აღებული მასალის დოზაზე. თუ პირველივე დღეს მოხდა მისი დათესვა, იგი აღმოჩნდება და თუ დრო გადის - ვერ პოულობენ. თითო დაავადებულ ადამიანს კი შეუძლია 10-დან 9 ადამიანი დააავადოს, თუმცა დელტა შტამთან შედარებით უფრო მეტ გართულებას არ იწვევს და დაახლოებით ისეთივე რჩება, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაშია. კვლევები გრძელდება, რადგან ეს ახალი ინფორმაციაა. საშიშია იმით რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან და 15 პროცენტით მეტი აქვს გადამდებობა. გენი ერთი და იგივე აქვს ახალ და დელტა შტამს, ამიტომ მკურნალობასაც ზუსტად ისე ექვემდებარება, როგორც წინა შტამი" - განაცხადა ნინო გოგიჩაიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system