თავში

ელჭექი, სეტყვა, ქარი და ზღვაზე 3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

ელჭექი, სეტყვა, ქარი და ზღვაზე 3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი
ელჭექი, სეტყვა, ქარი და ზღვაზე 3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system