
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათის განმავლობაში საბურთალოს რაიონში, მინდელის ქუჩას შეუწყდება.
,,გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".