თავში

,,ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები" - სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

,,ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები" - სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება
,,ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები - სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ელენე ბაშარულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მე-16 საჯარო სკოლა უსამძიმრებს. 

,,ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ღიმილიანი გოგონას გასვლას წუთისოფლიდან.

ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას.

ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები!

გვტკივა", - ნათქვამია სკოლის ,,ფეისბუქის" გვერდზე.

რუსთავში, გვიან ღამით მომხდარ ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. 

როგორც Report.ge-ს მომხდართან დაკავშირებით, შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system