თავში

ელენე ხოშტარიამ "სისხლიანი" ბანერების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ელენე ხოშტარიამ "სისხლიანი" ბანერების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ელენე ხოშტარიამ სისხლიანი ბანერების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცესკო-ში ძალადობრივი ენის შემცველი ბანერების ავტორთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. 

მისი განცხადებით, ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი და ტირაჟი. ხოშტარია ამბობს, რომ ბანერებს მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ და ვარაუდობს, რომ ხელისუფლება სხვის სახელს ამოფარებული ცდილობს წარმართოს უკანონო საარჩევნო კამპანია. 

"ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და ასევე ამ კანონდარღვევის გარდა ეს არის მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ რომ მათია, რადგან ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს, რაც შიგნითაა, თან ტექნიკურად ამ ყველაფერს არ მიუთითებენ, რადგან კალაძეს მაგალითად დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და ის არ არსის ამ ყველაფრის ავტორი", — ამბობს ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system