თავში

ელისო კილაძე: მშურს ქალების...

ელისო კილაძე: მშურს ქალების...
ელისო კილაძე: მშურს ქალების...

"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი, ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ შურს ქალების, რომლებიც სამსახურს სახლის კართან ტოვებენ, თუმცა მისივე მტკიცებით,  თავად ამის ფუფუნება არ აქვს, რადგან ის ბევრ ადამიანს ეიმედება. 

კილაძის თქმით, გახმაურებული საქმეების გამოძიება და გაშუქება მას რეიტინგისთვის არ სჭირდება. 

"ეს გამოძიებები რეიტინგისთვის და პოლიტიკისთვის სჭირდებაო,-გამაგონეს აქა იქ !

არადა, მშურს ქალების რომლებიც სახლში დაღამებამდე ბრუნდებიან და სამსახურს კართან ტოვებენ !
მშურს ქალების,რომლებიც წინსაფარაფარებული სამზარეულოში ტრიალებენ !
მშურს ქალების,რომლებიც საათობით სხედან სალონებში და არსად ეჩქარებათ !
მშურს ქალების,მეგობრებთან რომ ჩამოსხდებიან ფინჯან ყავაზე და სამყაროს გაჭორავენ !
მშურს ქალების მშვიდად რომ უყვართ !
მერე ამ კეთილი შურის დროს გახსენდება რომ მესენჯერი სავსეა,ტელეფონი რეკავს და ვიღაცას ეიმედები,სადღაც სხედან და შენს გამოჩენას ელოდებიან !
გავიწყდება შეშურებული ქალობა და იწყებ თავიდან !
ზარიდან ზარამდე, შეხვედრიდან შეხვედრამდე - და იცი რომ უნდა შეძლო !" 
- წერს კილაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system