თავში

ემიგრანტებს ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ორბელიანების სასახლე უმასპინძლებს

ემიგრანტებს ორბელიანების სასახლე უმასპინძლებს
ემიგრანტებს ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ორბელიანების სასახლე უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დღესვე პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტებისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system