თავში

ემზარ კვიციანი მრავალშვილიანი ოჯახის სახლში შეიჭრა

ემზარ კვიციანი მრავალშვილიანი ოჯახის სახლში შეიჭრა
ემზარ კვიციანი მრავალშვილიანი ოჯახის სახლში შეიჭრა

პარლამენტის ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი მრავალშვილიან ოჯახს სახლში შეეჭრა და მათი სახლიდან გამოყრა სცადა. - ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარის შაბათმა" გაავრცელა.

პოლიტიკოსი კერძო საკუთრებაში რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა. ის აცხადებდა, რომ სახლი მისი საკუთრებაა და ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს.

სახლის მფლობელი, აცხადებს, რომ საკუთრება თავდაცვის სამინისტრომ მის მეუღლეს, ომის ვეტერანს, ომარ მეტრეველს გადასცა. 

ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობდნენ. 

"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, დოლაბაურის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი ემზარ კვიციანს სახელმწიფომ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადასცა. 2005 წელს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით ემზარ კვიციანის შეიარაღებული დაჯგუფება გაუქმდა, რასაც კოდორის ხეობაში ამბოხი და დაუმორჩილებლობა მოჰყვა, საბოლოოდ ყველაფერი სპეცოპერაციით დასრულდა, რომლის შემდეგ ემზარ კვიციანი რუსეთში გაიქცა. გაქცეულ კვიციანს სასამართლომ 12 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა და ქონება ჩამოართვა. მიწის ნაკვეთი და აღნიშნული სახლი თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა. 2006 წელს სამინისტროს ქონება ომის ვეტერანს, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერს ომარ მეტრეველს გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system