თავში

ენდელაძე: ამასთან დაკავშირებული შიში აბსურდული და უსაფუძვლოა

ენდელაძე: ამასთან დაკავშირებული შიში აბსურდული და უსაფუძვლოა
ენდელაძე: ამასთან დაკავშირებული შიში აბსურდული და უსაფუძვლოა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში საწოლფონდის პრობლემა არ არსებობს.

როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, საწოლფონდების მარაგთან დაკავშირებული შიში აბსურდული და უსაფუძვლოა.

„საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, აბსურდია. მითუმეტეს ამდენი გამოჯანმრთელდა, რომც არ იყოს ამდენი გამოჯანმრთელება, მარაგში იყო საწოლფონდი. პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system