თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ცხვარიჭამიაში, ლელუბანში, გიორგიწმინდაში, თეზამსა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ლაშარის, ნამორაძის, ვაჟა-ფშაველას, ცხრაკარას, სანიკიძის, არტნის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:05-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, კავთას, ბერი გობრონის, გაბრიელ ათონელის, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, გუდანი, მუქო, გველეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system