თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 06:00-დან 10:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ლუთხუბი, ცხვედიეთი, ზანდუკი, წიფორი, წითლიანი, მაქართა, ჩოხი, სონდა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

11:00-დან 16:00 საათამდე შუქი არ ექნებათ, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system