თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს, 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში და დიდ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, მაქს ტილკეს, ბარონ დე ბაის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system