თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ანანური, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჭივილაანები, პავლეური, შალიკიანთკარი, ჩანადირთკარი, ყირმისაანთკარი, ბაგიჭალა, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო - პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში კასკადის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, თავისუფლების, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system