
ლაგოდეხში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალში ადასტურებენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 59 წლის კაცი, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას ცდილობდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.