თავში

ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსურ დახმარებას მიიღებს. 

მისივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ აღნიშნულ ოჯახებს ერთჯერადი დახმარება პირველივე დღეებში გაუწია. 

"ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე რა თქმა უნდა განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system