თავში

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია - გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია - გამყრელიძე
ეპიდსიტუაცია გაუარესებულია - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის გაუარესებული, ვიდრე იყო მარტ-აპრილში. თუმცა ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ეპიდსიტუაცია საკმაოდ კარგად იმართება. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის ის დიდი ზეწოლას არ წაემოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისია ექიმები, ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ 2 000- 3000-4 000 შემთხვევა გვქონდეს, აქამდე არ უნდა მივიდეთ. დიდი ლაბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით აქამდე არ უნდა მივიდეთ. 

დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ის ჩინური "სინოფარმით" აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system