თავში

ეპიდვითარება ქვეყანაში საგანგაშოა - ინფექციონისტი

ეპიდვითარება ქვეყანაში საგანგაშოა - ინფექციონისტი
ეპიდვითარება ქვეყანაში საგანგაშოა - ინფექციონისტი

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა.

კობახიძის განმარტებით, დღესასწაულების დროს მოსახლეობის მობილობა გაზრდილი იყო, რამაც შეიძლება დადასტურებული შემთხვევების მატება მომავალ რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო გაზარდოს.

"მდგომარეობა საყურადღებოა, შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა, რადგან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია, ამის ფონზე ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც გაზრდილია. ცოტა ხნის წინ ჩვენთან იყო სადღესასწაულო დღეები და მოსახლეობის მობილობა მეტ-ნაკლებად იყო მომატებული, რაც კიდევ უფრო იწვევს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატებას, რისი შედეგიც შესაძლოა მომავალ რამდენიმე კვირაში გამოვლინდეს", - განაცხადა მეგი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system