თავში

ერთია კარგი სურვილები და მეორეა, აღსრულების შესაძლებლობა - ცერცვაძე

ერ­თია კარ­გი სურ­ვი­ლე­ბი და მე­ო­რეა, აღ­სრუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბ
ერთია კარგი სურვილები და მეორეა, აღსრულების შესაძლებლობა - ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ე.წ.მწვა­ნე ბა­რა­თის ამოქ­მე­დე­ბას არ ეთანხმება.

ცერ­ცვა­ძის განმარტებით, ტრან­სპორ­ტში "მწვა­ნე პას­პორ­ტის" არმ­ქო­ნე პი­რე­ბის მგზავ­რო­ბის აკ­რძალ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

"მწვა­ნე პას­პორ­ტის არე­ა­ლი რომ გა­ფარ­თოვ­დეს, ეს კარ­გია, ეს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და სიკ­ვდი­ლო­ბას შე­ამ­ცი­რებს, მაგ­რამ რიგ­ში დგას ტრან­სპორ­ტი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ალ­ბა­თო­ბაა დას­ნე­ბოვ­ნე­ბის. თუმ­ცა, ერ­თია კარ­გი სურ­ვი­ლე­ბი და მე­ო­რეა, ამის აღ­სრუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ძნე­ლია, ტრან­სპორ­ტში ყველ­გან წა­რად­გი­ნო "მწვა­ნე პას­პორ­ტი", მოხ­დეს კონ­ტრო­ლი, ტრან­სპორ­ტი ხში­რად გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რი­გე­ბი დგას და ტრან­სპორ­ტში არ­შეშ­ვე­ბა "მწვა­ნე პას­პორ­ტის" არმ­ქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის, გა­ცი­ლე­ბით უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვიდ­რე რეს­ტო­რან­ში ან სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში არ­შეშ­ვე­ბა. ურეს­ტორ­ნოდ ბო­ლოს და ბო­ლოს მო­ით­მენს, მაგ­რამ ტრან­სპორ­ტის გა­რე­შე სამ­სა­ხურ­ში რო­გორ უნდა ია­როს? ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ტრან­სპორ­ტში ამის შე­მო­ღე­ბას არ ვემ­ხრო­ბი", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system