თავში

ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნდა

ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნდა
ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ეროვნული გვარდიის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში მეხუთე როტაცია განახორციელა. ქვედანაყოფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.

ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით და უფლებამოსილება უკვე გადაიბარა.

ეროვნული გვარდია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system