თავში

,,ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, მჭირდება" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

,,ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, მჭირდება" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
,,ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, მჭირდება - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მას ჰყავს ერთ-ერთი ძვირადღირებული მანქანა. მისივე თქმით, რომ არა ,,ლენდკრუიზერი 105", ის ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შეძლებს. 

"ჩემი ეპარქია იწყება 1700 მეტრიდან და უფრო მაღლა, მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდკრუიზერი 105", რომელიც კიდევ უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ. ეს ტელეფონიც "აიფონი", ზუსტად ასეთი მჭირდება მე, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტია ჩემთვის",  - განაცხადა მიტროპოლიტმა ,,რუსთავი2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system