თავში

"ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო შოკი..." - სანდრა რულოვსი

"ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო შოკი..." - სანდრა რულოვსი
ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო შოკი... - სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ფაქტის აღიარება გაუჭირდა. 

სანდრა რულოვსმა პირველ ემოციებზე ისაუბრა:

"გავრცელდა ვიდეო, ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან, ვიყავი დერეფანში და მაჩვენა თავისი მობილური...

ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო ნამდვილად შოკი, ნიკოლოზისთვის, ჩემთვის. ვიდეო სამი წუთი გრძელდებოდა, სამ ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა რაღაცნაირად.

უბრალოდ არ არსებობს, ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას ეძახიან, ეს არის დაცვითი მექანიზმი, როცა ვერ უყურებ თვალებში რეალობას, არ გინდა აღიარო, რადგან ეს არის დარტყმა, ეგოს შეტევა. ეს არაცნობიერი პროცესია. პირველი ფაზა ეს იყო – არა! არ არსებობს! ალბათ არ არის ეს ნამდვილი! 

მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს. მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწია აღიარება, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელი იყო ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, არა მარტო საქართველოს წინაშე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და ძალიან უდროოც იყო", – ამბობს სანდრა რულოვსი ტელეკომპანია "ფორმულასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system