თავში

ეს არ არის შერიგება, ეს არის გარიგება იმიტომ რომ მათ რაღაც მიზნები ამოძრავებთ - მეუფე სტეფანე

ეს არ არის შერიგება, ეს არის გარიგება იმიტომ რომ მათ რაღაც
ეს არ არის შერიგება, ეს არის გარიგება იმიტომ რომ მათ რაღაც მიზნები ამოძრავებთ - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას შერიგებასთან დაკავშირებით ეხმაურება და ამბობს, რომ სურათი ჰგავს გარიგებას და არა შერიგებას. ის აცხადებს, რომ პირველ რიგში ღმერთთან შერიგებაა საჭირო, რაც ეკლესიის გზით მიიღწევა. 

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ეკლესიის გზას გამოიყენებს საერთო საქმისთვის, ამას მიესალმება.

"ვის შეუძლია წარმოიდგინოს შესაძლებლობა იმისა, რომ ვთქვათ, ეშმაკი შეურიგდეს ღმერთს. რაში შევრიგდეთ, რომ ხალხი წავიდეს ჯოჯოხეთში და ამაში მხარი დავუჭიროთ ეშმაკს. რა უნდა გაკეთდეს ეშმაკთან, რომ შევრიგდეთ ეშმაკთან. ის არ ნანობს თავის საქციელს. მხოლოდ ერთი რამ არსებობს, რითაც შეიძლება შერიგება, ეს არის აღსარება, ეს არის მონანიება.  ეს მონანიება არის ცოდვების აღიარება. 

ვინც უფალთან არ შერიგდება, იმასთან შერიგება შეუძლებელია. იმიტომ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის შერიგება არ არსებობს. კეთილიდან ბოროტში გადასვლა არ არის შერიგება, ეს არის გარიგება, იმიტომ, რომ მათ რაღაც მიზნები ამოძრავებთ. ღვთის საწინააღმდეგო შერიგებაში ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system