თავში

ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით - ბიძინა კულუმბეგოვი

ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით - ბიძინა კულუმბეგოვი
ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იქამდე სანამ ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, უკეთესად უნდა მომზადებულიყო. 

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი წინასწარ უნდა მომზადებულიყო და ქვეყანას იუველირული სიზუსტით უნდა ჰქონოდა გათვლილი ყველაფერი. 

ამასთან, კულუმბეგოვს შეცდომად მიაჩნია ის, რომ საქართველოში კლინიკების 85% კერძო საკუთრებაა. მისი განმარტებით, ასეთი რამ არსად ხდება მსოფლიოში, შეერთებული შტატების გარდა და ამ შედეგს ქვეყანა ახლა იმკის. 

"ჩვენ გვყავს უპრეცედენტო პაციენტი და ამისთვის შეუსაბამოა ჩვენი შესაძლებლობები. ყველა ქვეყნის შესაძლებლობები აღმოჩნდა შეუსაბამო, მათ შორის იტალიის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გვახსოვს რა ხდებოდა. ეს არის ფაქტი, რომელიც პანდემიას და ეპიდემიას ახლავს თან. თუმცა ჩვენ შეგვეძლო და გვქონდა ეს ფორა, რომ უკეთესად მოვმზადებულიყავით ამისთვის, როცა მწვანე ქვეყანა ვიყავით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის წინასწარი დაორგანიზება მომხდარიყო, როგორ რანაირად, რამდენი საწოლის მობილიზება რა დროში შეიძლებოდა. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ალბათ წინასწარ იუველირული სიზუსტით დათვლილი და ამაში აბსოლუტურად ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში, მე როგორც ერთი უბრალო ექიმი, შეცდომად მიმაჩნია, რომ 85% კერძო მფლობელობის კლინიკაა. ასეთ, რამ უპრეცედენტოა და არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების გარდა და ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system