თავში

"ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა" - ალექსანდრე გოგინავა

"ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა" - ალექსანდრე გოგინავა
ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა - ალექსანდრე გოგინავა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა  მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ და აღნიშნავს, რომ ეს პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა. მან ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს გამაძლიერებელი დოზის მიღების აუცილებლობაც შეახსენა.

„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მზად და გავატაროთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რათა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო. 

ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში და, მათ შორის, გაიკეთოს ბუსტერ დოზა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system