თავში

ეს არის ტენდენცია, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს - სალომე ზურაბიშვილი

ეს არის ტენდენცია, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს
ეს არის ტენდენცია, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, ვისთანაც შეხვედრა 17 დეკემბერს გაიმართა, პრეზიდენტის ადმინისიტრაციამ გაავრცელა. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელჩებს და საერთაშორისო წარმომადგენლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შერიგებისა და პოლარიზაციის განმუხტვის ფორმას სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებიც გაიზიარებენ. 

"ჩვენ ვნახეთ, დიდი და ძველი დემოკრატიები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ამ პოლარიზაციით, როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაჭრის საერთო გზა. 

ეს მეტის გაკეთებას საჭიროებს. ჩვენ ეს ვიხილეთ ჩვენს პროგრესირებად ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მიზანდასახულობა, რომ თუნდაც ჩაბმულიყო საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამი ვიზიტი – ალბათ, ჯერ ვერ ვიაზრებთ როგორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ის აღნიშნავს ევროკავშირის ახალ განსაზღვრულობას იყოს საქართველოში წარმოდგენილი და აქტიური. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვიხილეთ, რომ ნატო-მ საქართველო ბოლო ღონისძიებებში ჩართო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა განვაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system