თავში

"ეს არის ტრაგედია, კატასტროფა" - გიორგი ფხაკაძე

"ეს არის ტრაგედია, კატასტროფა" - გიორგი ფხაკაძე
ეს არის ტრაგედია, კატასტროფა - გიორგი ფხაკაძე

"ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

პროფესორის თქმით, კრიზისის გადალახვა თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.

"მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, როცა დღეში 40 ადამიანს კარგავ, ეს არის ტრაგედია, კატასტროფა… 

თქვენ ხომ იცით, რომ 2 თვის წინ მოსახლეობის 70%-მა გადაიტანა კოვიდი. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა და ეს 5 თვე ზუსტად არის იანვრის შუა რიცხვებში. როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა, რომელიც არ გაჩერებულა, ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით ვაქცინირებულები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება, ანუ მესამე დოზის, "ფაიზერით". თუ ისინი არ გაიკეთებენ, ამ მხრივაც იქნება აფეთქება და შეიძლება შობა-ახალ წელს შევხვდეთ მძიმე ციფრებით.

არავინ თქვას მერე, რომ ვიღაც დამნაშავეა! ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით "ფაიზერის" ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ. მთავრობას რა შეუძლია?! – რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე.

ძალიან მძიმე ზამთარი იქნება", – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ რადიო "თავისუფლების" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 586 ინფიცირებული. გარდაიცვალა 26 პაციენტი.

13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %.

სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%.

12 ოქტომბერს აიცრა 6 837 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system