თავში

"ეს არის წამების განგრძობითი ფორმა" - მარიამ ჯიშკარიანი

"ეს არის წამების განგრძობითი ფორმა" - მარიამ ჯიშკარიანი
ეს არის წამების განგრძობითი ფორმა - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. დისციპლინარული ზომების გატარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს წამების განგრძობითი ფორმაა.

"საუბარი გვაქვს წამების განგრძობით ფორმაზე, რომელიც გრძელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სახით და რა თქმა უნდა, მე არაერთგზის აღვნიშნე მანამდე, როცა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, თუმცა ჩვენი წარმოდგენით უნდა ყოფილიყო გამოყენებული წამების მუხლი, საერთაშორისო სტანდარტით, მაშინვე მას უნდა განეცხადებინა, რომ ყველა ის პირი, ვინც, სავარაუდოდ, ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის წამებასა თუ ღირსების შემლახავ მოპყრობასა და არასათანადო მოპყრობაში, დროებით მაინც, გამოძიების დასრულებამდე, უნდა ყოფილიყო თანამდებობიდან გადაყენებული, ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტი.

ჩვენ ვნახეთ სავალალო შედეგი, ეს საერთაშორისო სტანდარტი არ განხორციელდა, წამებაში ჩართული ადამიანები მიხეილ სააკაშვილმა ამოიცნო და ისინი აგრძელებენ თავიანთ სადისტურ ქმედებებს. სწორედ ეს არის განგრძობითი წამების ფორმა და როგორც მინიმუმ, სახელმწიფო ინსპექტორი ხვალ უნდა შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, გამოკითხოს იგი, და მოითხოვოს ყველა ამ პირის თანამდებობიდან გადაყენება, მათ შორის მე-12 და მე-18 დაწესებულებაში, ვინც სავარაუდოდ, მის ფსიქოლოგიურ თუ არაადამიანურ მოპყრობაში იყო ჩართული და მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრმაც უნდა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას შეუზღუდეს შეხვედრები და ჩამოართვეს ტელევიზორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system