თავში

"ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა" - მამა პეტრე

"ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა" - მამა პეტრე
ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა - მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით წერს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"საქართველოს მთავრობა, განა რამდენს უხდით თქვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისევ თქვენ გემსახურებათ, რომ ხელფასი და კიდევ დამატებითი თუ რამე არსებობს, კომუნალურებში წავიდეს…

არ ვიცი ჩვენს ხალხს რა გამოაფხიზლებს, მაგრამ იქნებ გადასახადებმა მაინც გამოაფხიზლოს…

ამის იქით კიდევ რა უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ ისიც არ ვიცი…

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაინტერესებთ როგორ გადაიტანენ ამ სირთულეებს ისედაც დამშეული ადამიანები…

სიცოცხლით და სინათლით სავსე ქალაქის რა გითხრათ, მაგრამ ძალიან მალე მართლა ჩაბნელდება ქვეყანა, იმხელა გადასახადები მოვიდა…

ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა…" , - წერს მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system