თავში

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია - ტიკარაძე

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია - ტიკარაძე
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია - ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულია 1200-მდე ადამიანი და აქედან მხოლოდ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდი, დანარჩენი მოქალაქეები ჯანმრთელები არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც დღეს, ენგურის ხიდზე მიმინარე ტესტირების პროცესს პირადად გაეცნო.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეების ტესტირება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასა და მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

"ორშაბათიდან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ენგურის ხიდზე ვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ტესტირებას, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასაც და ასევე მიზანმიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის გადმოსული არის 1200-მდე ადამიანი. დღიური საშუალო მაჩვენებელია 300 ადამიანი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდი. დანარჩენი მოქალაქეები არიან ჯანმრთელი. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ის ხელმისაწვდომობა, რაც მათთვის აუცილებელია, შეზღუდულია და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წუხილია", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system