თავში

ეს ძალიან შემაშფოთებელია - ზაზა წერეთელი

ეს ძალიან შემაშფოთებელია - ზაზა წერეთელი
ეს ძალიან შემაშფოთებელია - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ისაუბრა,

მისი თქმით, "ომიკრონი" ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება.

"ცილის სპაიკში, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი იჭრება ადამიანის ორგანიზმში, მომხდარია 50 მუტაცია და ერთ ცილაში, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ეჭიდება ადამიანს უჯრედს და აღწევს, 10 ცვლილებაა, მაშინ როდესაც კორონავირუსის შემთხვევაში 2 ცვლილებაა და სწორედ ამან დააფიქრა მეცნიერები, იმიტომ, რომ ამდენი მუტაცია ერთდროულად და 5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს არის დელტაში, ძალიან შემაშფოთებელია.

საქართველოში არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი: ერთი, მნიშვნელობა არ აქვს ეს "ომიკრონი" იქნება თუ არა, ამ მომენტში საქართველოში არის დელტა და სანამ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის მოცვა არის დაბალი, ყველანაირი შტამი ჩვენთვის არის სახიფათო. საქართველომ ყველანაირად უნდა ეცადოს ვაქცინაციის გაზრდა და მეორე, საქართველომ ყველანაირად უნდა ეცადოს იმ ხალხის აცრაც, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი",
- აცხადებს ზაზა წერეთელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system