თავში

ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ - ცერცვაძე

ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ - ცერცვაძე
ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში საქართველოში დღიურად 1500-1700 ადამიანი იცრება, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვაქცინაციის პროცესს აქტიურად აშუქებს, ანტივაქსერული მოძრაობა საკმაოდ ძლიერია. 

„გაანგარიშებებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე იმიტომ, რომ ის 300 ადამიანი რომ არ აგეცრა, 300-დან ერთი აუცილებლად მოკვდებოდა. საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ძალიან ცუდი იყო, შემდეგ ნელ-ნელა მოიმატა, მაინც ალბათ, გაჭრა ამ კამპანიამ, რომელიც შესაძლოა იდეალურად არა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. მასმედია თანდათან აქტიურდება და ვაქცინაციის პროცესს პოზიტიურად აშუქებს, თუმცა, ანტივაქსერული მოძრაობაც ძალიან ძლიერია, უკვე დღეში იცრება დაახლოებით 1500-1700 ადამიანი. ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ. 5-6 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, რომ ისრაელის ტემპები ავიღოთ. დღევანდელი აცრების რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს“,-განაცხადა ცერცვაძემ..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system