თავში

"ეს ერთადერთია, რასაც ვერ გაპატიებ" - მამა პეტრეს ემოციური პოსტი

"ეს ერთადერთია, რასაც ვერ გაპატიებ" - მამა პეტრეს ემოციური პოსტი
ეს ერთადერთია, რასაც ვერ გაპატიებ - მამა პეტრეს ემოციური პოსტი

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზი გიორგი ფარეშიშვილის შესახებ წერს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ფარეშ, არ გაბედო ცუდად ყოფნა, ეს ერთადერთია, რასაც ვერ გაპატიებ. სად გცალია, ამ სისულელეებისთვის. შენ ხომ სიყვარულის არმია შემოკრიბე შენ გარშემო და ღირსეული მთავარსარდალივით წინ მიუძღვი.

არ გაქვს იმის უფლება, ოდნავ მაინც გტკიოდეს.

შენ თუ არ გახსოვს, მე გავიხსენებ, როგორ ყველას მოსვენებას უკარგავდი, შემაწუხებლად ზრუნავდი ყველა ჩვენგანზე.

რომელი ერთი გავიხსენო, საიდან დავიწყო... გიჟი ხარ, ფარეშ, ეს რა მოიგონე...

სამების ახალგაზრდულ ცენტრში რამდენი ღონისძიებები და შეხვედრები ჩაგვატარებინე. ახლა ამას დავეხმაროთ, ახლა იმას სჭირდება მხარში დგომაო და ამოსუნთქვის უფლებას არ გვაძლევდი.

ბოლნისში ტარიელ ძიას პოეზიის ცეცხლი რომ ავაბრიალეთ, ესეც შენი ,,ბრალია”. მას მერე იქაურებს დღემდე ათბობთ ის ნათელი.

შენ შეიძლება არ გახსოვდეს, მე მახსოვს, მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამო ჩავატაროთ, ის ამას იმსახურებსო... შენ არ ისვენებდი და მე, ასეთი მოუსვენარი და ანცი, მაინც გაკვირვებული ვიყავი შენი შემართებით...

შენი სახლიც მახსოვს, თელავი და შენი უზღაპრესი მშობლები... შენი ოთახის კედელზე მიკრული შენი მეგობრების ფოტოები...

ბაკურიანიც მახსოვს, ახალი წლის ღამეს ოცამდე გიჟი თოვლსა და ყინვაში ერთმანეთით რომ ვთბებოდით... მერე შენი სკამზე ასვლა და მეგობრებისთვის წარმოთქმული სადღეგრძელო მახსოვს, საძინებლიდან ჯინსებით რომ გამოგივარდი, რა გჭირს ადამიანო, დამასვენე, მეძინება მეთქი... შენ უარესად ახორხოცდი, პეტრე ჯერ ანაფორა შეისწორე და მერე მელაპარაკეო... მეც თავი ვერ შევიკავე და სიცილში აგყევი, ფარეშ...

არა, ფარეშ, არ დამასვენო, არ მომასვენო... სულ დამიძახე და დამავალე, რაც გინდა... მოგყვები, ბევრი საქმე გვაქვს, ფარეშ!..", - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system