თავში

ეს გადაწყვეტილება არის ნაადრევი და არაადეკვატური, ახალი შტამი ბევრად საშიშია - ფხაკაძე

ეს გადაწყვეტილება არის ნაადრევი და არაადეკვატური, ახალი შტამი ბევრად საშიშია - ფხაკაძე
ეს გადაწყვეტილება არის ნაადრევი და არაადეკვატური, ახალი შტამი ბევრად საშიშია - ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა მცდარია. მისი თქმით, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, მეტად გადამდებია. 

“ეს არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვებული მთელი მსოფლიოდან და ჩემი პირადი გამოცდილებაც კი, ყველაფერი ერთად ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული საქართველოში არის ნაადრევი და არ არის ადეკვატური იმ ეპიდემილოგიური მდგომარეობის, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში.

კი, ძველი ვირუსი მიდის ქვევით, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი ვირუსი ანუ ახალი შტამი, ეძახიან ახალ შტამს, მაგრამ ჩემთვის ეს ახალი ვირუსია, ეს არის ბრიტანული კოვიდი. ბრიტანული კოვიდი არის საშიში… სამწუხაროდ ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც ვერ დაგვიცვას. არანაირი დოლბანდიანი და კლაპნიანი პირბადეები არ დაგიცავთ. ერთადერთი სამედიცინო პირბადეები დაგიცავთ”, – განაცხადა ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system