თავში

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი - გამყრელიძე

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი - გამყრელიძე
ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი - გამყრელიძე

პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადე ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.

"პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ. პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს - 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system