თავში

ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - მარიამ ჯიშკარიანი

ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - მარიამ ჯიშკარიანი
ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - მარიამ ჯიშკარიანი

გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური ფონი ისევ მძიმეა.

"ცენტრი "ემპათია" ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, ვინაიდან არ მიმდინარეობს ამჟამად ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ეს აისახება მძიმედ პაციენტის მდგომარეობაზე. თუკი არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები, ესეც იქნება ასახული დასკვნაში, ვინაიდან ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას და შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას", - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system