თავში

ეს გამოიწვია ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტებისა და ექიმების არასწორმა პოზიციამ - ცერცვაძე

ეს გამოიწვია ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტებისა და ექიმების არასწორმა პოზიციამ - ცერცვაძე
ეს გამოიწვია ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტებისა და ექიმების არასწორმა პოზიციამ - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში დაბალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ყოველდღიურად იზრდება მსურველთა რიცხვი, აქტივობა მაინც დაბალია. 

მისი თქმით, საქართველოს შეეძლო ჩინური "სინოფრმით" ვაქცინაცია გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ იანვრის თვეში დაეწყო, შედეგად კი ახლა ბევრად ნაკლები იქნებოდა ინფიცირების შემთხვევები. 

„იმისთვის, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, საჭიროა, გაორმაგდეს ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი. საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისკენ და ყოველდღიურად ემატება ვაქცინაციის ბრიგადები და კაბინეტები. ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რომ პროცესი იყოს წარმატებული. ვაქცინების სრულიად საკმარისი რაოდენობაა შემოტანილი. ჩვენ გვქონდა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, რომელიც დიდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში შეიცვალა პოზიცია ამ ჩინური ვაქცინის მიმართ. საქართველოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ იანვარში დაგვეწყო ვაქცინაცია სწორედ ამ ჩინური ვაქცინით, მაშინ სხვა ვაქცინების შემოტანა ვერ ხერხდებოდა, თუმცა ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ნაწილი ექიმების მიერ დაკავებულმა არასწორმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ამ მცდელობას დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი სერიოზული პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ვაქვინაციის პროცესი შეფერხდა და დაიწყო მარტში. ჩვენ რომ ეს დაგვეწყო იანვარ-თებერვალში, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მესამე ტალღის აღმავალი ფაზა კი არ გვექნებოდა, არამედ პირიქით, უკვე გვექნებოდა მისი დაღმავალი ფაზა და ბევრად ნაკლები იქნებოდა შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system