თავში

,,ეს იქნება ვირუსისთვის შანსი კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს" - კულუმბეგოვი

,,ეს იქნება ვირუსისთვის შანსი კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს" - კულუმბეგოვი
,,ეს იქნება ვირუსისთვის შანსი კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

როგორც კულუმბეგოვი წერს, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 130 ქვეყანაში, კორონავირუსის ვაქცინის არც ერთი დოზა არ გაკეთებულა.

,,დღევანდელი დღის მონაცემებით 138 მილიონი აცრიდან, რომელიც მსოფლიოში ჩატარდა ¾ განხორციელდა 10 ქვეყანაში, რომელზეც მოდის მსოფლიოს GDP-ის 60%.

ასევე, დღევანდელი დღის მონაცემებით მსოფლიოს 130 ქვეყანაში (მათ შორის ჩვენს სამშობლოში) სადაც 2.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს არც ერთი ვაქცინის დოზა არ გაკეთებულა.

აღნიშნულს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწოდებს თვით-დამარცხებისკენ მიმართულ სტრატეგიას, რომლის საფასური იქნება ბევრი დაკარგული სიცოცხლე და ვირუსისთვის შანსი კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს, რაც შესაბამისად კიდევ უფრო მეტად შეარყევს გლობალურ ეკონომიკას. 

P.S. იქნებ გონს მოეგონ ეს ქვეყნები და გადახედონ მათ ვაქცინაციის სტრატეგიებს, რომელთა საბოლოო მიზანი ჯანსაღი ფენის აცრისაც კი მოიცავს, მაშინ როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს მათ მიერ გაღებული ვაქცინის დოზებით. 

ბოლოს და ბოლოს პანდემია ხომ ერთ რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში ვერ დასრულდება", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system