თავში

ეს მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს - ამირან გამყრელიძე

ეს მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს - ამირან გამყრელიძე
ეს მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს - ამირან გამყრელიძე

ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს, სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წამახალისებელი ღონისძიებების დაწესების შემდეგ, იმნუზაციაზე 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი გაიზარდა.

"იცით, რომ ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს. სამწუხაროდ, დღესაც 4200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, 70 გარდაცვალება. ყველა მაჩვენებელი არ უარესდება, სტაბილურად ერთ დონეზეა, მაგრამ არც ძალიან უმჯობესდება. სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს. გამოცხადებულმა წამახალისებელმა ღონისძიებამ გარკვეული როლი ითამაშა. 8 ნოემბერს დაიწყო წახალისება და გაიზარდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი. ყოველდღიურ აცრებში თუ 27-28% იყო, ახლა გვაქვს 50% და მეტი", - აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system