თავში

ეს პრეპარატები ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

ეს პრეპარატები ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
ეს პრეპარატები ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ჰორმონი ან რამე სტეროიდული საშუალება ძირითადად საჭიროა, როდესაც პაციენტი არის სტაციონარში და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. როდესაც ამ პრეპარატების მიღებას დაავადების პირველ კვირაში იწყებენ, მაშინ, როცა საჭირო არ არის, ეს პირიქით, ხელს უწყობს დაავადების დამძიმებას ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ინფექციონისტმა მოსახლეობას სთხოვა, თვინებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავოს. 

"სახლში მკურნალობისას თვითნებურად ნუ მიიღებთ გარკვეულ მედიკამენტებს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს, ჰორმონს, დექსამეტაზონს ან რამე სხვა სტეროიდულ საშუალებას.

ამ პრეპარატების დანიშვნას აქვს თავისი გაწერილი ჩვენება. ძირითადად ეს პრეპარატები საჭიროა, როდესაც პაციენტი არის სტაციონარში და არის დაავადების მძიმე მიმდინარეობა. როდესაც ამ პრეპარატების მიღებას დაავადების პირველ კვირაში იწყებენ, როდესაც ეს საჭირო არ არის, ეს პირიქით ხელს უწყობს დაავადების დამძიმებას ან სხვა რამე გვერდითი მოვლენების განვითარებას.

სახლში მკურნალობისას მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. მივიღოთ ის რაოდენობა სითხე, რაც საჭიროა, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გამოშრობა და დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვაქვს ტემპერატურა. სიმპტომურად, თუ გვაქვს ყელის ტკივილი ან რამე მსგავსი სიმპტომები, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციას ვმართავდით, შეგვიძლია სიმპტომურად ვმართოთ, არ ჩავრთოთ ეს მედიკამენტები, რაც აღვნიშნე. თუ გვაქვს საშუალება ვიკონტროლოთ სატურაცია, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა და არ ემორჩილება სახლში არსებულ სიცხის დამწევ საშუალებებს, ჩავრთოთ ოჯახის ექიმი და მასთან გავიაროთ კონსულტაცია. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სახლში ამბულატორიულად მყოფი პაციენტების 90%-ს კომპიუტერული ტომოგრაფია არ სჭირდება. ეს სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისთანაც არის დაბალი სატურაცია ან სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს. ბინაზე მყოფ პაციენტს, რომელთანაც არის კარგი სატურაცია, არის ახალგაზრდა, არ აქვს რამე ჩვენება, რომ ეს კვლევა ჩაუტარონ, რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტს ასეთი ძვირადღირებული და დამაზიანებელი კვლევა არ უნდა ჩავუტაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system