თავში

ეს ყველაფერი შეცდომების აღიარებითა და მათი ანალიზითაა შესაძლებელი - ნანა გეგეჭკორი

ეს ყველაფერი შეცდომების აღიარებითა და მათი ანალიზი
ეს ყველაფერი შეცდომების აღიარებითა და მათი ანალიზითაა შესაძლებელი - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ კოვიდ პანდემიასთან ექიმების მიდგომები მკურნალობის საკითხში ყოველი ტალღის შემდეგ იცვლება. მისი განცხადებით, მნიშვენლოვანია ქართულმა სამედიცინო სისტემამ განიცადოს განახლება და განსაკუთრებული ზომების მიღება, საჭიროების შემთხვევაში არ გაუჭირდეს. 

"ნიუ იორკში ვარაუდობენ ელექტიური ქირურგიული ჩარევების შემცირებას, რათა ჰოსპიტლებს მეტი ადგილი და რესურსი დარჩეთ კოვიდის მოსალოდნელი ტალღის სამართავად...

ყოველი მომდევნო ტალღისას ახალი გაკვეთილი ისწავლეს სამედიცინო საზოგადოებამაც და პანდემიის მმართველებმაც. ეს ყველაფერი შეცდომების აღიარებით და მათი ანალიზითაა შესაძლებელი. სწორი დასკვნები აადვილებს ახალ გამოწვევებთან ეფექტურ ბრძოლას.

იმედია არ დაგვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება.

თავს გაუფრთხილდით და გონებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მოსალოდნელ საფრთხეებს. ზედმეტი სიფრთხილე უკეთესია ვიდრე რისკები უგულვებელყოფა", - განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system