თავში

ეს შტამი უფრო მძიმედ წავა - მარინა ენდელაძე

ეს შტამი უფრო მძიმედ წავა - მარინა ენდელაძე
ეს შტამი უფრო მძიმედ წავა - მარინა ენდელაძე

მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ინდურ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკურ მიმდინარეობაზე კონკრეტული მონახემები ამ ეტაპზე უცნობია. მარინა ენდელაძე ინდური შტამის მასობრივ გავრცელებას არ ელოდება. 

„ინდური შტამის მასობრივი გავრცელებისაგან გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ინდურ შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად, განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. არის მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება” – აცხადებს მარინა ენდელაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system