თავში

,,ეს საგანგაშო სიგნალია" - ამირან გამყრელიძე

,,ეს საგანგაშო სიგნალია" - ამირან გამყრელიძე
,,ეს საგანგაშო სიგნალია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკია. 

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა, რაც საგანგაშოა.

,,ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგი საზოგადოებას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება.

„თუ ამას არ დავიცავთ, რა თქმა უნდა, არის რისკი იმისა, რომ ისევ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია და ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. იმ თვალსაზრისით, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჯერ, ბოლო 14 დღის არ შეცვლილა, მაგრამ დღეს უკვე 2%-ს ასცდა. მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, იყვნენ ყურადღებით და გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ამ ორი თვის განმავლობაში მივიღეთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. გავუფრთხილდეთ, რადგან მარტი და აპრილი რესპირაციული ინფექციების თვალსაზრისით კრიტიკული თვეებია. კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსები ცირკულირებს, მაგრამ წამყვანი არის კორონავირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 273 650 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 267 111 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 12 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 613 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system