თავში

ეს უფრო ვერაგი ვირუსია და 6-10-ჯერ მეტ ადამიანს იმსხვერპლებს - კულუმბეგოვი

ეს უფრო ვერაგი ვირუსია და 6-10-ჯერ მეტ ადამიანს იმსხვერპლებს - კულუმბეგოვი
ეს უფრო ვერაგი ვირუსია და 6-10-ჯერ მეტ ადამიანს იმსხვერპლებს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ გრიპის ვირუსთან შედარებით კორონავირუსი გაცილებით ვერაგი ინფექციია და ის მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. 

„ჩვენ თუ განვიხილავთ სეზონურად არსებულ გრიპის შტამს, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათი სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 0,1 %-ს. ეს არის 1000 დაავადებული ადამიანიდან 1 გარდაცვალების შემთხვევა. რაც შეეხება კოვიდ-19-ის ინფექციას, აქაც ყველაფერი ნათელია. დღეს დაავადებულია 58 მილიონი ადამიანი და გარდაცვლილია 1 300 000 ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ყველა პაციენტისტვის ანალიზი გაკეთებული და ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. კორონავირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკის გათვალისწინებით არის 0,6-დან 1 %-მდე. გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს და იწირავს. ეს არის უფრო ვერაგი და ცუდი ვირუსი. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ და თვალი გავუსწოროთ,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system