თავში

ეს უკვე სიზმარი აღარ არის - ტიკარაძე

ეს უკვე სიზმარი აღარ არის - ტიკარაძე
ეს უკვე სიზმარი აღარ არის - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო "ფაიზერის" ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე უშუალოდ მწარმოებელთან ზუსტდება ვადები და ვაქცინის დოზები. 

"გამომდინარე იქედან, რომ ეს პროცესი იყო სწორად მართული ყველა კომპონენტში, ჩვენ მოგვეცა საშუალება დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა უკვე მწარმოებელთან. დღესდღეობით ვართ შედეგების მოლოდინში და გაჟღერებული მილიონი დოზა ფაიზერი აღარ არის სიზმარი. მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როცა ეს ვაქცინა იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი" - განაცხადა ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system