თავში

"ეს ვირუსი შესაჩერებელია..." - გიორგი ფხაკაძე

"ეს ვირუსი შესაჩერებელია..." - გიორგი ფხაკაძე
ეს ვირუსი შესაჩერებელია... - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პროფესორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, კორონავირუსთან საბრძოლველად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის პროგრამა შედეგის მომტანია.

ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის პროგრამა არის შედეგის მომტანი.

დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა.

დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა.

ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის... მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას...

გაუფრთხილდი სიცოცხლეს.

ეს ვირუსი შესაჩერებელია.... რა გვიცავს?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერის მსგავსი)...

ჯანმრთელობას გისურვებთ.", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system